თურმანიძეები — უძველესი დროიდან ცნობილი ხალხურ მკურნალთა საგვარეულო; ძირითადად ზემო იმერეთის სოფელ შორაპნიდან იყვნენ. განსაკუთრებული წესით დამზადებულიმალამოთი მკურნალობდნენ ინფიცირებულ
ჭრილობებს,
კანის
ზოგიერთ
დაავადებას,
სიდამწვრეს
და
სხვა.
თავის
მკურნალობის
მეთოდს
გადასცემდნენ
მემკვიდრეებს.
ცნობილია,
რომ 1812წელს კახეთის აჯანყების დროს დაჭრილი პოეტის ალ. ჭავჭავაძის სამკურნალოდ ქუთაისიდან მოიწვიეს თურმანიძე. არსებობს ცნობა იმის შესახებაც, რომ იტალიის სახალხო გმირი ჯუზეპე გარიბალდი ფეხის ამპუტაციას გადაარჩინა და განკურნა საქართველოდან იტალიაში საგანგებოდ მიწვეულმა ერთ-ერთმა თურმანიძემ. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ თურმანიძეები რუსეთის არმიაშიც
მსახურობდნენ ქირურგებად (მაგ. ბ. თურმანიძე). საბჭოთა ხელისუფლებამ მკურნალობის ოფიციალური
ნებართვა
მისცა
თურმანიძეების
ზოგიერთ